LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედისმომცემი შედეგები: რემდესივირის პირველი ცდა პაციენტთა მცირე ჯგუფზე დასრულდა

3460
BeFunky-collage

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა ორ-მესამედზე ოდნავ მეტის მდგომარეობა ექსპერიმენტული ანტივირუსული პრეპარატით მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესდა. ამის შესახებ დასრულებული ცდების შედეგები მიუთითებს, რომელსაც  წამყვანი სამედიცინო ჟურნალ The New England Journal of Medicine-ი აქვეყნებს.

10 დღის განმავლობაში რემდესივირის სულ მცირე ერთი დოზა 61-მა პაციენტმა მიიღო. თუმცა,  8 მათგანის ანალიზები შეუძლებელი აღმოჩნდა. შვიდი პაციენტის შესახებ არ არსებობს მკურნალობის შემდგომი მონაცემები, ერთთან კი მოხდა დოზირების შეცდომა.

კვლევაში დარჩენილი 53 პაციენტიდან, რომელთა მონაცემების ანალიზიც მოხდა, 22 აშშ-ში იმყოფებოდა, 9 იაპონიაში, დანარჩენი კი ევროპასა და კანადაში, 30 პაციენტს (57%) ესაჭიროებოდა მექანიკური ვენტილაცია, ოთხს (8%) ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია.

საშუალოდ 18 დღის განმავლობაში, გაუმჯობესდა 36 პაციენტის მდგომარეობა (68%). მექანიკური ვენტილაციის საჭიროების მქონე 30 პაციენტიდან 17-ს ასეთი დახმარება აღარ დასჭირდა, ანუ სასუნთქი აპარატებიდან მოხსნეს. სახლში გაეწერა სულ 25 პაციენტი (47%), შვიდი კი (13%) გარდაიცვალა; სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი, 18 პროცენტი (34-დან 6) აღმოჩნდა ინვაზიური ვენტილაციის საჭიროების მქონე პაციენტებში, 5 პროცენტი კი (19-დან 1) მათ შორის, ვისაც ინვაზიური ვენტილაცია არ სჭირდებოდა.

ვინაიდან ექსპერიმენტში მონაწილე ცდის პირების რაოდენობა არც თუ ისე დიდია, ექსპერტები ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან თავს იკავებენ. ამასთან, მონაცემებს იმედისმომცემს, თუმცა შეზღუდულს უწოდებენ.

ცდების შედეგებს სოციალურ ქსელში, ქართველი ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვიც ეხმაურება.

“1:0 რემდესივირის და კაცობრიობის სასარგებლოდ! ის მუშაობს. შედეგები მოკლედ: კრიტიკული პაციენტების 13% დაიღუპა (77% გადარჩა), მაშინ როცა სხვა კვლევებში რემდესივირის გარეშე სიკვდილობა 66% – მდეა. ველოდებით რანდომიზირებული კვლევის შედეგებს, ძალიან მალე! ჯერ #დარჩისახლში!!!-წერს კულუმბეგოვი.

თუ აპრილის ბოლომდე ჩვენი დინამიკა 600 -700 შემთხვევას არ ასცდება, ეს იქნება იდეალური – ბიძინა კულუმბეგოვი

„დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის საქართველოში უნდა იყოს ვირუსის პიკი და მაისში ვითარება სტაბილური გახდება” – ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები