ყოფილი დეპუტატი მარიამ საჯაია სოციალურ ქსელში ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოში ერთ დღეში გადაიღო.
„დღეს ვიარეთ 540 კილომეტრი,
გადავიარეთ 5 უღელტეხილი: საჩხერის, ახალი რაჭის (ხიხათი?), ორბელის, ცაგერის, რიკოთის.
გავიყოლეთ სტოპზე 2 ადგილობრივი,
გავიცანით 2 ადგილობრივი ხელოსანი და უამრავი ნალია, მივაყენეთ პოლიციაში თხოვნით, ლოდი გადაიტანეთ გზიდანო,
ვნახეთ ყველა ადიდებული მდინარე, ჩანჩქერი, ხევი, ზოგიც სულ ზედ გზაზე რომ გადადის.
თოვლი სრული მოულოდნელობა და ბავშვური სიხარული იყო რაჭის უღელტეხილზე.
არაჩვეულებრივი ქვეყანა გვაქვს, გადასარევი.
ჰოდა ვიაროთ, დავტკბეთ, ამაყი ვიყოთ, რომ ამის ნაწილი ვართ, ჩვენია და ჩვენც ეგა ვართ ❣️
სიყვარულით, მუხრანიდან, არემარედან“. – წერს მარიამ საჯაია სოციალურ ქსელში.