LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღესაც ომში გვითრევენ, 2008 წელს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს, მიჩქმალული არ უნდა იყოს“ – ინჯია ინიციატივით გამოდის, აგვისტოს ომის შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნას

145
ფრიდონ ინჯია

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ ჯგუფი ინიციატივით გამოდის, პარლამენტში აგვისტოს ომის შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნას. 

აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში აზრი ფრიდონ ინჯიამ გამოთქვა. ფრიდონ ინჯიას მოსაზრებით, ადამიანებმა, რომლებმაც 2008 წელს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს, უნდა დაისაჯონ და დანაშაული არ უნდა მიიჩქმალოს.

ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა – ბრალდებულები მხოლოდ ოსური მხარიდან არიან

გამოძიების დაწყების დღიდან პროკურორ კარიმ ხანის ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა პროკურატურამ გამოიძიოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და პარლამენტშიც შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია.

ადამიანებს, რომლებიც დღესაც საქართველოს ომში გვითრევენ, ცდილობენ ჩავერთოთ, 2008 წელს მათ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მიჩქმალული და დამნაშავემ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს.“– განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები