საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ დღეში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. მისივე განმარტებით, ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს.
„თუ ჩვენ ასეთი აბსურდის თეატრი გავაგრძელეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ცენტრები, ავტობუსები, ბინაზე ვაქცინის შეთავაზება და ამ პირობებში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი. ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე. როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
