„საოცნებო ქორწილის“ შემდეგ, ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის წყვილი შვილებთან დიდ დროს ატარებს. ჩვენ უკვე ვნახეთ ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკის უფროს ქალიშვილთან, 16 წლის ვაიოლეტთან ერთად.
სამაგალითო დედინაცვალი – ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკის ქალიშვილს დაუახლოვდა
ახლა ბენის ჯერია. 50 წლის აფლეკი, როგორც ჩანს „დღის ძიძა“ გახლდათ. ის შვილებთან და გერებთან ერთად, ლოს-ანჯელესის ქუჩებში, საყიდლებზე გადაიღეს. როგორც გაირკვა, ბენმა ბავშვები ჰელოუნისთვის, კოსტიუმების შესაძენად წაიყვანა. ბავშვების დევნით გადაღლილი ბენის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
„საუკეთესო მამინაცვალი“, „როცა შენი მამინაცვალია ბენ აფლეკია“, „აშკარად გადაიღალა“, „5 შვილის მამა“,– წერენ კომენტარებში.
თაფლობის თვის დასრულებისთანავე, ჯეი-ლო და ბენ აფლეკი შვილებთან ერთად გამოჩნდნენ