თაფლობის თვიდან დაბრუნებული ჯეი-ლო და ბენ აფლეკი პაპარაცებმა მალიბუში გადაიღეს. მეუღლეებმა სიურპრიზი მოუწყვეს ჯენიფერ ლოპესის ტყუპებს და კულინარიულ ფესტივალზე, Chili Cook-Off-ზე წაიყვანეს. ახალ ფოტოებზე ჩანს, რომ ხელჩაკიდებულ ჯენიფერსა და ბენს გვერდს ჯეი-ლოს ტყუპები, ემა და მაქსი უმშვენებენ.
ჯენიფერ ლოპესი ფესტივალზე სრულიად თეთრი ფერის ანსამბლში იყო გამოწყობილი. მას თეთრი საზაფხულო კაბა ეცვა და „დიორის“ ხელჩანთა ეკავა. რაც ეხება აფლეკს, ის ასევე თეთრ პერანგსა და ჯინსებში იყო გამოწყობილი.
ეს ბენი არ არის! – ჯენიფერ ლოპესი „დოლჩე და გაბანას“ კამპანიაში