და აი, 19 წლიანი ლოდინის, განშორებისა და შერიგების შემდეგ, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი, ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ.
მოკრძალებული ქორწილი ლას-ვეგასში, ცნობილ A Little White Wedding Chapel-ში შედგა. სწორედ აღნიშნულ ცენტრში დაქორწინდა ერთ დროს ბრიტნი სპირი, დემი მური, ბრიუს სპრინგსტინი, შინეიდ ო კონერი და სხვები…
განსაკუთრებული დღისთვის ჯეი ლოს თეთრი, ვინტაჟური კაბა ამშვენებდა, ბენს კი შავი კოსტიუმი ეცვა. მალევე ინტერნეტსივრცეში ქორწილის სამზადისის ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა.
,,ჩვენ ეს შევძელით”, – ასეთი სათაური აქვს “ბენიფერის” ერთ-ერთ საქორწინო ფოტოს.
არის, აღსრულდა ოცნება – “ბენიფერი” დაქორწინდა