სოციალურ ქსელში მანანა ვარდიაშვილი ავრცელებს ფოტოს, სადაც ასახულია, რა ხდება ახალ, #39-ე ავტობუსში. როგორც ჩანს, იქ იმდენი ხალხია, რომ კარის დაკეტვა ფიზიკურად ვერ ხერხდება. ჩანს, რომ პირბადე ყველა შიგნით მსხდომს უკეთია, თუმცა ფაქტია, დისტანციის შენარჩუნება ვერ ხერხდება.