LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1-ლი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

4257
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაცია – დღეს ადამიანთა ცხოვრებაში იმატებს იღბლიანობა. განსაკუთრებით გააქტიურდება შემოქმედებითი ნიჭი. აკეთეთ ის, რაც თავისთავად გამოგდის და სიამოვნებას განიჭებთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს და ხვალ მოქმედებები შესაძლოა წინასწარ განუსაზღვრელი აღმოჩნდეს. ეცადეთ, ადვილად არ მოექცეთ სხვისი ზეგავლენის ქვეშ. კარგი დღეა აქსესუარების, ტექნიკის შეძენისა და მივლინებებისთვის. მოერიდეთ მოძრავი ქონებით ვაჭრობას.

ხელსაყრელი დღეა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, საყიდლებისა და მეგობრული კონტაქტებისთვის. კარგი დღეა ყვავილებისა და სამკურნალო მცენარეების დასარგავად. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები მალე ახდება.

პარტნიორული ურთიერთობები – მოსალოდნელია ურთიერთობების გარჩევა, გაუგებრობები ან პარტნიორის მხრიდან ტყუილის გამოაშკარავება.

ჯანმრთელობა – სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა (ფარისებრი ჯირკვალი) და თირკმელების ზონა. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, არ იქნება სასურველი მათთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება. მოერიდეთ ბევრი სითხის, მარილიანი საკვების, ციტრუსების, თაფლისა და სხვა ალერგიული პროდუქტების მიღებას. სიფრთხილე გმართებთ გაზიან და ცივ სასმელებთან. რეკომენდებულია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება და სისხლძარღვების მკურნალობა.

დღის მინერალები და ფერები – კოსმიური ენერგიების დასაბალანსებლად და შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად კარგია მინერალები: ნეფრიტი, ლაზურიტი, საფირონი და თოფაზი. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ ლურჯ, ცისფერ, ყვითელ, ნათელ და ბეჟ ტონებს – ეს ფერები გაზრდის თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ვერძისა და მერწყულის ნიშნებზე.

შედარებით დაძაბულია კირჩხიბისა და ქალწულებისთვის. მათ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ, მით უმეტეს, რომ ხვალ საკმაოდ მძიმე სავსემთვარეობაა. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები