დილის 09:10 საათიდან იწყება და საღამოს 21:42 საათამდე გასტანს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი. ამ ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში ყურადღება საგრძნობლად დუნდება, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. მძღოლებსა და ქვეითებს მართებთ ორმაგი სიფრთხილე.
გარდა ამისა, დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაცია – ყურადღება მიაქციეთ წვრილმან ფაქტებს. ნუ იჩქარებთ და ნუ აჰყვებით ფანტაზიებს – დაეყრდენით მხოლოდ რეალურ ფაქტებს. ნუ გაანდობთ სხვას საიდუმლოს, რადგან დღეს შენახული საიდუმლო მალე გამჟღავნდება და თქვენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. დღე ხელსაყრელია სწავლისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, ტექნიკის შესაძენად და რემონტისთვის (განსაკუთრებით სამღებრო სამუშაოებისთვის, კედლის შელესვისა და გადახურვისთვის). პოზიტიური პერიოდია რეკლამისთვის, დიეტის დასაწყებად, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, სახლის მშენებლობისა და ნოვატორული საქმეებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები არ ახდება.
პარტნიორული ურთიერთობები – ადამიანებში მოიმატებს გაღიზიანებადობა და ზოგიერთ ქმედებებში იმპულსურობა.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება მხედველობა, ტერფები, ვენები და ნერვული სისტემა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) არ არის სასურველი. მოერიდეთ დიდხანს ფეხზე დგომას (სჯობს იაროთ) და თვალების გადაღლას. სამაგიეროდ, შედეგიანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მკურნალობა და სუნთქვითი ვარჯიშები.
დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შანსების მოსაზიდად გამოიყენეთ: აკვამარინი, საფირონი, ცირკონი, მარგალიტი და მარჯანი. ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ ნეონის ფერებს, ასევე წითელ, ყვითელ, ვარდისფერ, იისფერ და მწვანე ტონებს, ეს ფერები გააძლიერებს თქვენს შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია სასწორებისა და მშვილდოსნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია კუროს და კირჩხიბის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.