მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საიდუმლოს გათქმა, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.
არ აჰყვეთ ილუზიებს, ეცადეთ ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები და იმოქმედოთ შესაბამისად.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, კომპიუტერული და საკომუნიკაციო ტექნიკის შეძენისთვის, სწავლისა და ახალი ინფორმაციის მიღებისთვის, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ფილტვებს და ბრონქებს.
დღის ფერები და მინერალები – ტოპაზი, აკვამარინი, ამაზონიტი, გიაცინტი და ბერილი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.