LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2174
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება უნდა მივაქციოთ მიმართულება დაკარგული მთავრის პერიოდს, რომელიც 13:18 საათიდან 00:00 საათამდე გასტანს. ეს ის პერიოდია, რომლის მსვლელობისას უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება გახდეს არასასურველი ავარიებისა და ტრავმების მიზეზი, ამიტომ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ მძღოლები და ქვეითად მოსიარულეები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს შესაძლებელია ახალი შემოქმედებითი გეგმების გამოვლენა, საიუველირო საქმიანობა, სახლის კეთილმოწყობა.

პარტნიორულ ურთიერთობებში ზეიმის მოწყობის სურვილი გაჩნდება. კარგი დღეა თვალების, ნერვული სისტემის, კუნთების მკურნალობისთვის. პოზიტიურია დღევანდელი დღე კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისათვის, ახალი თანამდებობის დასაკავებლად, ახალი სამსახურის დასაწყებად.

რთული და ნეგატიური დღეა ფინანსური გარიგებებისათვის, ხელშეკრულებების დასადებად, ადგილსამყოფლის, ბინის შესაცვლელად, მცენარეების დარგვა-გადარგვისა და მათი მორწყვისათვის. ასევე, დღეს სასურველი არ არის ნიშნობა, ქორწინება, ცხოველებით ვაჭრობა.

თავი შევიკავოთ ყურების გახვრეტისგან, მოვერიდოთ ხელმძღვანელთა კრიტიკას.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გულსისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი. დღის განმავლობაში მოერიდეთ აბანოს, საუნას, სოლარიუმს, ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, ნერვიულობას, სიმძიმეების აწევას, გაუფრთხილდით გულს.

საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ბოსტნეული, ხილი, წვენი, მაგრამ გამორიცხეთ ალკოჰოლური სასმელები. თავი შეიკავეთ ყავის დიდი რაოდენობით მიღებისგან, ეს ორგანიზმზე ნეგატიურად იმოქმედებს.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა, სერდოლიკი – ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

რაც შეეხება ფერებს, პრიორიტეტი მივანიჭოთ წითელ, ყვითელ, ლურჯ და ნარინჯისფერ ტონებს. ეს ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები ცუდს არაფერს გვიქადიან

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ლომის, მშვილდოსნის, მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის, შედარებით დაძაბულია – კუროს, კირჩხიბის, ქალწულის და მორიელის ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები