LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი უებარი საშუალება მზისგან დამწვრობისა და მწერების ნაკბენისგან თავის დასაცავად – თამარ ჩუბინიძის რჩევები ზაფხულის ცხელი დღეების გასამარტივებლად

834
თამარ-ჩუბინიძე

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ „ი ემ თი ფარმა“-ს პროექტების ხელმძღვანელი, თამარ ჩუბინიძე სტუმრობდა, რომელმაც მზის მავნე ზემოქმედებით დაზიანებულ კანზე, დამწვრობაზე, მწერის ნაკბენზე, აღნიშნული პრობლემების მოგვარების და მკურნალობის სწორ მეთოდებზე, გართულებების თავიდან აცილებისთვის საჭირო მოქმედებებზე ისაუბრა და მსმენელს არაერთი საჭირო რეკომენდაცია გაუზიარა.

თამარ, რა საფრთხის ქვეშ დგას კანი ზაფხულის ცხელ დღეებში?

მეტად გააქტიურებული კანის პრობლემები ზაფხულის თანმდევი პროცესია, რადგან დათბობასთან ერთად, მრავლდებიან მწერებიც. ამ პერიოდში ადამიანები უფრო ხშირად გადიან ბუნებაში დასასვენებლად და შესაბამისად, უფრო აქტიურდება კონტაქტი ადამიანებსა და მწერებს შორის. ბალახებთან, მცენარეებთან შეხების ხარჯზე, უფრო მაღალია კანის კონტაქტური ალერგიების რისკიც. აღსანიშნავია, რომ ძალიან პატარა მიზეზია საჭირო იმისთვის, რომ მწერის ნაკბენი შემდეგ ინფექციად გადაიქცეს, რომ მივიღოთ დაჩირქებული გამონაყარი, რადგან დაბინძურებული ხელით კანის მოქავება, კანის ზედაპირს ძალიან მარტივად აზიანებს.

რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მზესთან ურთიერთობა იწვევს კანის დამწვრობას, ამიტომ უნდა დავიცვათ თავი, აუცილებლად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი, რომელიც აუცილებელია წელიწადის ნებისმიერ დროს და არა მარტო ზაფხულში. უნდა მოვერიდოთ მზის აქტიურ პერიოდს, როცა განსაკუთრებით მაღალია გამოსხივება. აღსანიშნავია, რომ ბავშვების შემთხვევაში, კანის დამწვრობის მისაღებად, მზეზე დიდხანს ყოფნაც არ არის საჭირო, რადგან მათი კანი ნაზია, სისხლძარღვები კანთან უფრო ახლოს არის განლაგებული და შესაბამისად, მათთან უფრო სწრაფად ხდება დამწვრობის პროცესი, ვიდრე მოზრდილებთან. რაც უფრო ღიაა კანი, მით უფრო მალე ხდება დამწვრობა.

თქვენი გამოცდილებით, რა პროდუქტს გვირჩევთ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან თავის დასაცავად,  მზისგან მიღებული დამწვრობის სწორად მოსავლელად?

პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მზისგან მიღებული დამწვრობის დროს, ადამიანები ერთმანეთის რჩევით ხშირად მიმართავენ სახლში დამზადებულ სხვადასხვა საშუალებებს, მაწონს, ზეთს და ა.შ. , რაც აბსოლუტურად მიუღებელია. დამწვრობას თავისებური მოვლა სჭირდება. მაწვნის, ზეთის და მსგავსი საშუალებების გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, პირიქით, უფრო აღრმავებს პრობლემას და აძლიერებს დამწვრობას. აუცილებლად, მხოლოდ კვლევებით დადასტურებული და პროფესიონალებისგან მოწოდებული მედიკამენტები უნდა გამოვიყენოთ.

ჩვენს კომპანიას ესპანეთიდან შემოაქვს პროდუქტი, სახელწოდებით „სილვედერმა“, რომელიც არის ორი ფორმით, არის კრემი და სპრეი. მინდა აღვნიშნო, რომ სპრეი ძალიან კომფორტულია გამოსაყენებლად, რადგან შეხება არ ხდება კანის დაზიანებულ ზედაპირთან. უფრო მეტიც, აღნიშნულ სპრეის გაგრილების ეფექტიც აქვს. ის სწრაფად შრება და აპკივით ეკვრის კანს, რაც ძალიან კარგ შედეგს იძლევა. აღნიშნული პროდუქტი ძალიან მაღალი ხარისხისაა. ის არის „FDA“-ს და „ჯანმოს“ მიერ აღიარებული მედიკამენტი და შედის გაიდლაინებში. ის ძალიან კარგად ებრძვის მეორე, მესამე ხარისხის დამწვრობასაც. ძალიან მნიშვნელოვანია დამწვრობის პირველივე წუთებიდან სწორად მოვლა, რომ არ მოხდეს ჭრილობის დაინფიცირება, რომ არ მივიღოთ წყლულები და ა.შ.

„სილვედერმა“ დამწვრობის გარდა, ნაწოლების, წყლულების, ჩირქოვანი ჭრილობების და ა.შ. სამკურნალოდაც გამოიყენება. მისი ხარისხი და ეფექტურობა ძალიან მაღალია. ძალიან მაღალია სანდოობაც.

კიდევ ერთხელ ვურჩევ საზოგადოებას, თავი აარიდონ სხვადასხვა ნაყენების მოხმარებას და მხოლოდ გაიდლაინებით მოწოდებული და კვლევებით დადასტურებული მედიკამენტები გამოიყენონ.

როგორც აღნიშნეთ, „სილვედერმა“ ორი ფორმით, კრემის და სპრეის სახით არსებობს. რა დროს რომელი უნდა გამოვიყენოთ და რა სიხშირით?

შემადგენლობა ორივეს აბსოლუტურად იდენტური აქვს, უბრალოდ, ერთი კრემის ფორმითაა წარმოდგენილი, მეორე კი – სპრეის.

სახესთან, თვალებთან ახლოს სპრეის გამოყენება სასურველი არ არის, რომ არ მოხდეს თვალებში შეპკურება. შესაბამისად, აქ ყველა შემთხვევაში, კრემი უმჯობესია. სხვა დანარჩენ ადგილებში, მით უმეტეს, თუ უკვე დარღვეულია კანის ზედაპირი, თუ ღრმა ჭრილობაა, ამ შემთხვევაში, აეროზოლი ძალიან კარგი გამოსაყენებელია. აეროზოლის გამოყენება უფრო მარტივია, მაგრამ თუ ადამიანს კრემის გამოყენება ურჩევნია, ეს მის სურვილზე და არჩევანზეა დამოკიდებული. ზოგადად, ტექნოლოგიური კუთხით, კრემებს უფრო მაღალი ეფექტურობა გააჩნიათ, ვიდრე სპრეებს.

თუ კანის ზედაპირი დარღვეულია და ჭრილობა ღრმა არის, ის აუცილებლად კარგად უნდა გასუფთავდეს სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით, კარგად უნდა მოშორდეს ჩირქოვანი ნადები. თუ ამას თავად ვერ ახერხებს პაციენტი, აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს. გასუფთავების შემდეგ უნდა მოხდეს „სილვედერმას“ კრემის ან სპრეის გამოყენება. შემდეგ უნდა მოხდეს ნახვევის დადება.

ჯერადობას რაც შეეხება, ეს უკვე ნახვევის დაბინძურებაზეა დამოკიდებული. საფენი რამდენჯერაც დაბინძურდება, იმდენჯერ უნდა მოიხსნას. შემდეგ, თავიდან უნდა დამუშავდეს ჭრილობა, თავიდან უნდა მოხდეს კრემის დატანა და ნახვევის დადება.

როგორ მოვუაროთ მწერების ნაკბენებს?

რაც შეეხება მწერების ნაკბენებს, „სილვედერმა“ ნაკბენის შემთხვევაშიც გამოიყენება, მაგრამ მაგალითად, კრაზანას ნაკბენს ახასიათებს, შეშუპება, გამაგრება, ძლიერი ქავილი… ქავილთან დაკავშირებით კი, ჩვენ გვაქვს იგივე მწარმოებლის, „Aldo-union“-ის „ალდოდერმის“ მალამო, რომელიც სწორედ ასეთი ტიპის პრობლემების დროს გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ ქავილი კანის ინფიცირების წინაპირობაა, რადგან კანის ზედაპირი საკმაოდ ნაზია და როდესაც ის იკაწრება, კანში იჭრება მიკრობები და იწყება ჩირქოვანი გამონაყარი. ასეთ დროს კი, ძალიან კარგია „ალდოდერმის“ გამოყენება. 

„ალდოდერმი“ ორ კომპონენტიანია, შეიცავს როგორც ანტიმიკრობულ საშუალებას, ანტიბიოტიკს, ფრამიცეტინს, შეიცავს ასევე სტეროიდს, რომელიც ქავილს ძალიან კარგად ხსნის.

რა ასაკიდან შეიძლება მისი გამოყენება?

მისი გამოყენება შეიძლება მცირე ასაკიდან, 1-2 თვიდან. მისი გამოყენება ბავშვებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ის ძალიან მალე ხსნის პრობლემებს და ხანმოკლე პერიოდში ალაგებს გამონაყარს. მალამოს დატანა უნდა მოხდეს გასუფთავებულ კანზე, მცირე ასაკის ბავშვებში დღეში ერთხელ. თუ პროცესი ინტენსიურია, აღნიშნული მალამოს გამოყენება დღეში 2-3-ჯერაც შეიძლება, პირველი 2-3 დღის განმავლობაში. დანარჩენს უკვე, გამონაყარის ტიპიდან გამომდინარე, ექიმი განსაზღვრავს და გადაწყვეტს, თუ რამდენჯერ და რამდენი ხნით უნდა მოხდეს კრემის გამოყენება და საჭირო იქნება თუ არა დამატებით პერორალური მედიკამენტების ჩართვა.

თუ ქალაქიდან გასულები ხართ და მოკლე პერიოდში ვერ ახერხებთ სპეციალისტთან ვიზიტს, ასეთ დროს, სასურველია, ყოველთვის თან გქონდეთ მომარაგებული „ალდოდერმი“.

აღსანიშნავია, რომ „ალდოდერმი“ ბავშვებში ღრმა საფენისმიერი დერმატიტის დროსაც გამოიყენება, თუ ჩვეულებრივი, რუტინული კრემი ვერ ერევა პრობლემას. ძლიერი დამწვრობის დროს, როცა კანი თითქოს ამოცლილი, ამოჭმულია, „ალდოდერმის“ მალამო აუცილებლად გადაუდებელია.

რა უნდა გვქონდეს ყოველთვის „სააფთიაქო ჩანთაში“ მაშინ, როცა სადმე მივდივართ?

როდის რა სიტუაციაში აღმოვჩნდებით, ამას ვერავინ განსაზღვრავს, ამიტომ პატარა „სააფთიაქო ჩანთა“ ყოველთვის თან უნდა იქონიოთ და მასში აუცილებლად უნდა იყოს სიცხის დამწევი, ტკივილ გამაყუჩებელი და მსგავსი ტიპის მედიკამენტები, ასევე სადეზინფექციო საშუალებები, სტერილური ბინტი და ბამბა, „ალდოდერმის“ და „სილვედერმას“ მალამოები.

რა თქმა უნდა, დაზიანების შემთხვევაში, პირველ რიგში, წყლით ვიბანთ არსებულ ჭრილობას, შემდეგ, ვიმუშავებთ სადეზინფექციო საშუალებებით და შემდეგ, ვიტანთ მალამოს ან ვიყენებთ სამკურნალო სპრეის.

თქვენს მიერ აღნიშნულ პროდუქტებზე თუ ვრცელდება ხოლმე გარკვეული ფასდაკლებები?

სააფთიაქო ქსელებს აქვთ ხოლმე სეზონური ფასდაკლებები და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენი მედიკამენტებიც ხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები