განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც დაიწყება საღამოს 18:52 საათზე და გაგრძელდება 20:06 საათამდე. ამ დროის განმავლობაში უარყოფითი მთვარის ენერგია აქვეითებს ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარს, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების ალბათობას; შესაბამისად, როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.
ამასთან, დღე გეომაგნიტურია, რაც პრობლემებს უქმის ადამიანის გულ-სისხლძარღვოვან, იმუნურ და ნერვულ სისტემებს. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და საერთო სისუსტე. ყურადღებით აკონტროლეთ არტერიული წნევა და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის სამკურნალო საშუალებებს.
ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა: გონების, ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური დღეიდან გადაადგილდება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. ამ ზეგავლენით ძლიერდება გონებამახვილობა, აქტიურობა, კომუნიკაბელურობა, უცხო ენების ადვილად ათვისების უნარი, ორგანიზატორული მონაცემები, ოპტიმიზმი, მებრძოლი სულისკვეთება და მოგზაურობისადმი მიდრეკილება. ამასთანავე, შეიძლება გამოვლინდეს სულსწრაფობა და კამათისკენ მიდრეკილება – ამიტომ დადებითი გამოვლინებები მაქსიმალურად უნდა გააძლიეროთ, ხოლო ნეგატიური თვითკონტროლის ქვეშ მოაქციოთ, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები.
დღის რეკომენდაცია – ხელს უწყობს შეცდომების გამოსწორებასა და შემოქმედებით საქმიანობას; დღის ენერგია ხელსაყრელია ქონების დაზღვევისთვის და წესრიგის დამყარებისთვის. მოსალოდნელია ხასიათის ცვალებადობა, ამიტომ ემოციურ სტაბილურობას მიაქციეთ ყურადღება.
პარტნიორული ურთიერთობები – ადგილი ექნება მცდარ წარმოდგენებსა და ტყუილებისადმი მიდრეკილებას, რაც საჭიროებს თავშეკავებას.
ჯანმრთელობა – შედეგიანია ღვიძლის, თვალების, ლიმფური სისტემისა და ტერფების მკურნალობა. ჯანმრთელობის თვალსაზრისით სუსტდება კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა და ნაწლავთა სისტემა. ქირურგიული ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში. კვების რაციონში სასურველია უცხიმო თევზი, მჭლე ხორცი, ბოსტნეული და ლიმონი.
დღის ნეგატიური ტენდენციები – რთული დღეა ქორწინებისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად.
დღის მინერალები და ფერები – ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი და ონიქსი იზიდავს სასიკეთო კოსმიურ ენერგიასა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან ხელსაყრელია მწვანე, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი, ყვითელი, ბეჟი და ლურჯი – ისინი ზრდიან შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია თხის რქისა და თევზებისთვის. რთულია ტყუპებისა და ლომისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ჯანმრთელობისა და სხვა შესაძლო ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალური და საშუალო წარმატების დონისაა.