LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

556
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ემოციური და მგრძნობიარე კირჩხიბის, მთვარე კი, ეთიკური და ელეგანტური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს ყველა წვრილმანებზე რეაგირება, მოერიდეთ კამათს, ჩხუბს და გარშემომყოფთა კრიტიკას.

იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით, რათა არ მოექცეთ სხვათა  გავლენის ქვეშ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებების მოწყობისა და მათში მონაწილეობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საჩუქრების და სუვენირების შესაძენად. 

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის, კბილების, თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ ზედმეტი სითხის, ცხარე და შებოლილი საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები