დღეს აღმავალი კარმული კვანძი 18 თვით თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადავა. მათ, ვისაც იღბლის დაბედება და წარმატების მიღწევა უნდა თევზების ემპათიითა და შემწყნარებლობით უნდა იმოქმედოს. დაეხმარეთ და მხარში ამოუდექით გარშემომყოფებს, გაიზიარეთ მათი ტკივილი და წუხილი. ეცადეთ ნაკლებად იყოთ დამოკიდებული მატერიალურ სიკეთეებზე და მეტი დრო დაუთმოთ სულიერ განვითარებას, თეთრი მთვარის ანუ სელენას 7 თვით კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა კი, ოჯახის, ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის სურვილს გააძლიერებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, ხელოვნების ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა ხერხემლის, ძვლოვანი სისტემის და სახსრების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ღვიძლს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი და იისფერი, ასევე აქატი, ოპალი, ზურმუხტი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მერწყულს და მშვილდოსანს.