LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1916
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე გეომაგნიტური ენერგიებით არის აღსავსე. ეს ენერგიები პრობლემებს უქმნის ადამიანთა გულსისხლძარღვთა, ნერვულ სისტემებს, რაც შეიძლება  გახდეს თავის ტკივილისა და უგუნებობის მიზეზი. თუ წნევასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, იყავით მეტად ყურადღებით.

დღეს მეტი სიფრთხილე გმართებთ საკუთარი სიტყვებისა და შენიშვნების მიმართ. პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლებელი იქნება რთული საკითხების კონსტრუქციულად გადაწყვეტა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – პოზიტიური და სასიკეთოა დღევანდელი დღე საფინანსო, საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად, სწავლისთვის, გასაუბრებისათვის, დალაგება-დასუფთავებისათვის, ქიმწმენდისათვის, ხელს უწყობს საქმიან მიმოწერას, ვაჭრობას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, თმის შესაჭრელად.

შედეგიანია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ლიმფური სისტემის, ტერფების მკურნალობა.

თხოვნის გარეშე, სხვების საქმიანობაში ნუ ჩაერევით, რათა არ გამოიწვიოთ გარკვეული დაძაბულობა.

რთული და ნეგატიური დღეა სიყვარულისა და ქორწინებისათვის, გამოცდების ჩასაბარებლად, ახალი ნაცნობობისათვის. სასურველი არ არის წყლის ტრანსპორტით მგზავრობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ცხოველთა კასტრაცია.

დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც და მოერიდეთ სარისკო მოქმედებებსაც.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი.

ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, დღეს სასურველი არ არის.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ქრიზოპრაზი – ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან, ტანსაცმელში, თუნდაც  მცირეოდენი შტრიხებით, გამოვიყენოთ ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ყავისფერი, მწვანე და კრემისფერი. ეს ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

სიზმრები – დღევანდელი კარგი სახის სიზმარი ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის, შედარებით დაძაბულია – ტყუპების და მშვილდოსნის ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის, დღე წარმატების კუთხით, ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები