LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2365
მიხეილ ცაგარელი

დღეს ცის კაპადონზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, თეთრი მთვარე, მფარველი ანგელოზი, ე.წ სელენა ტოვებს კუროს ზოდიაქოს და 7 თვით გადაინაცვლებს ტყუპების ზოდიაქოში. ტყუპებისთვის ძალიან კარგი პერიოდი იწყება. ეს 7 თვიანი მონაკვეთი სასიკეთოა ჰაერის სტიქიის სხვა წარმომადგენლებისთვისაც. 

დღე გეომაგნიტური და ტრავმულ-ავარიულია და ამ მხრივ ყურადღებით იყავით. აკონტროლეთ აზრები და ემოციები. ნუ იქნებით პარტნიორულ ურთიერთობებში ზედმეტად კრიტიკული. დღეს მოიმატებს ილუზიების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე კარგია დალაგებისთვის, სწავლისთვის. თავის, სისხლძარღვების სამკურნალოდ. კარგია დღეს კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, სიყვარული და ქორწინება. შემოქმედებითი მუშაობა და შოპინგი. საკვები რაციონიდან ამოიღეთ თხილი და სხვა ალერგიის გამომწვევი პროდუქტები.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, ფარისებრი სისტემა და კანის ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, დღეს სასურველი არ არის.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან დღეს გამოიყენეთ ნეფრიტი, ჟადეიტი, საფირონი და თოფაზი – ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმლის შერჩევისას, გამოიყენეთ ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი და მწვანე, ეს ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

სიზმარები – დღევანდელი სიზმარები წარმატებას გვიქადიან.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია ვერძებისთვის, ტყუპებისთვისა და მშვილდოსანთათვის, დღეს ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულებს, თხის რქებსა და თევზებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები