LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

3751
მიხეილ ცაგარელი

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 15:20 საათზე დაიწყება და 15:50 საათამდე გაგრძელდება. ამ მონაკვეთში იზრდება ყურადღების დაქვეითების, ტრავმებისა და ავარიების რისკი, ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.

დღის რეკომენდაციები – დღე ხელსაყრელია რეფორმების განხორციელებისთვის როგორც სახლში, ისე სამსახურში, ასევე მათი შემდგომი რეალიზაციის გზების დაგეგმვისთვის.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ძვლოვანი სისტემა და ხერხემალი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღებას, სიმძიმეების აწევასა და მკვეთრ მოძრაობებს.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ მშენებლობას, სისხლის გადასხმას და ყურების გახვრეტას. არ არის სასურველი ვაჭრობა, გაცვლითი ოპერაციები და ახალი კავშირების დამყარება.

დღე პოზიტიურია სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებებისთვის, უცხოელებთან მრავალფეროვანი კონტაქტებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, იურიდიული საქმეებისთვის, სწავლისთვის და კაპიტალდაბანდებისთვის. ხელს უწყობს სპორტული ნაწარმის შეძენას, ტურისტულ ლაშქრობებს, ექსკურსიებს, პრეზენტაციებსა და ხელშეკრულებების დადებას.

დღის მინერალები და ფერები – დღის განმავლობაში ფირუზი, ლალი, ქარვა და საფირონი, ხოლო საღამოს ონიქსი და ქრიზოპრაზი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს.

ფერებიდან სასურველია დღის განმავლობაში წითელი, ყვითელი, იისფერი და ლურჯი ტონები, ხოლო საღამოს – მწვანე და კრემისფერი, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ლომისა და სასწორის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია მორიელისა და თხის რქის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები