LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

4114
მიხეილ ცაგარელი

დღე დატვირთულია გეომაგნიტური ენერგიებით, რაც დღის განმავლობაში მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილებისა, უგუნებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა. ამ შემთხვევაში მეტად გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა და შეძლებისდაგვარად ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი.

დღეს და ხვალ, ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. კონკრეტულად პლანეტების – სატურნის, ნეპტუნის, მზისა და მთვარის ენერგიათა შეერთება ხდება ვერძის ზოდიაქოში. ეს მოვლენა მეტად განხსნის ზეგავლენას ზედა ზოდიაქოს მთავარ ნიშანზე, რომელსაც ჩვენ საათის სახელწოდებით ვიცნობთ. ეს მოვლენა ცხოვრებაში ხელს შეუწყობს კაცობრიობის განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას, სულიერ განვითარებას და ახალი ეტაპის დაწყებას.

დღის რეკომენდაცია – ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან და სარისკო გადაწყვეტილებებს.არაყვეთ პროვოკაციებს. მოერიდეთ ექოსკოპიას, სესხის აღებას და გაცემას. გაითვალისწინეთ, დღეს მოიმატებს ინტუიცია, რომელზე დაყრდნობითაც შეგიძლიათ იმოქმედოთ.ასევე გაიზრდება შემოქმედებითი პოტენციალი.

პარტნიორული ურთიერთობები – მოიმატებს დაუმორჩილებლობა და პრეტენზიულობა ასევე, ტყუილების ტენდენციაც.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ტერფების ზონა, მხედველობა, ნერვული და ლიმფური სისტემები. ეს ორგანოები ითხოვენ ყურადღებას. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, არ იქნება სასურველი მათთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება.

დღის მინერალები და ფერები – კოსმიური ენერგიების დასაბალანსებლად და შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად კარგია მინერალები: მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო. ფერებიდან გამოიყენეთ ცისფერი, ფირუზისფერი, მწვანე, ვერცხლისფერი ტონები. ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე მეტად დადებითია კუროსა და კირჩხიბის ნიშნებისთვის. შედარებით მეტი სიფრთხილე მართებთ ლომებს, სასწორებს, მშვილდოსნებსა და მერწყულებს. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებისაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები