LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

494
მიხეილ ცაგარელი

მზე იმყოფება თხის რქის მეტად ორგანიზებულ და დისციპლინირებულ ნიშანში, ხოლო მთვარე გადაინაცვლებს თავისუფლებისმოყვარე, მეგობრულ, სპონტანურ, იმპროვიზაციულ და რეფორმატორულ მერწყულში.

დღის რეკომენდაცია – პოზიტიური აზროვნება დღეს წარმატების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მომავალზე გავლენას მოახდენს. ეცადეთ, არ გადაიღლოთ და გუშინდელი ახალმთვარეობის შემდეგ დღეს არ აყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობაც, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში, მაღალია. ამავდროულად, ადამიანებში მოიმატებს ნევროზულობა და გაღიზიანება.

დღეს და ხვალ განსაკუთრებით ხელსაყრელია ახალი იდეების ჩამოყალიბება და შემოქმედებითი აქტიურობა. კარგი პერიოდია დიეტის დასაწყებად. მეგობრულ წრეში დღეს საიდუმლო არ შეინახება და შესაძლოა მოგვიანებით თქვენს საწინააღმდეგოდაც იქნას გამოყენებული.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, ვენები და ფეხის კუნთები. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ფეხზე დიდხანს დგომას და თვალების გადაღლას.

დღის პოზიტიური ტენდენციები – დღე სასიკეთოა საზოგადოებრივი და რეფორმატორული საქმიანობისთვის, სწავლისთვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ხელს უწყობს სახლის მშენებლობას, საცხოვრებელი ადგილის ან ბინის შეცვლას და სარემონტო სამუშაოების წარმოებას.

დღის მინერალები და ფერები – აქვამარინი, ცირკონი, ძოწი, ნეფრიტი და საფირონი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია ცისფერი, ნეონისფერი, ვერცხლისფერი, წითელი, ვარდისფერი და ყვითელი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ქალწულისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები