LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

4033
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც განპირობებულია იმით, რომ დღეს ახალმთვარეობაა. ეს არის ე.წ. მძიმე ენერგიებისა და მოვლენების დღე. მზისა და მთვარის ენერგიათა შეერთება ცის კაბადონზე, რომელიც ამავე დროს ვერძის ზოდიაქოში ხდება, მეტად განაპირობებს კონფლიქტების წარმოშობას. ასევე შეიძლება გამოიწვიოს ტრავმულ-ავარიული ტენდენციების გაძლიერება, შეცდომები, ცდუნებები და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ზოგჯერ შესაძლოა გაძლიერდეს წარსულზე ფიქრი და თავი იჩინოს შინაგანმა შიშებმაც.

დღის რეკომენდაცია – დღე კარგია ადრე დაწყებულ მოლაპარაკებებში ცვლილებების შესატანად და საბუთებში კორექტირების გასაკეთებლად. გააანალიზეთ თქვენი მომავალი მოქმედებები და მოიშორეთ უარყოფითი აზრები. ახალი და მნიშვნელოვანი საქმის დაწყება არ არის რეკომენდებული. დღე მშვიდად გაატარეთ.

არ არის სასურველი ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება ან გასესხება. მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციების ჩატარებას, კაპიტალდაბანდებასა და ხელშეკრულებების გაფორმებას. თავი შეიკავეთ სულსწრაფობისგან და წესების დარღვევისგან. დღე პოზიტიურია საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად და სპორტული ღონისძიებებისთვის. აკონტროლეთ კამათისადმი მიდრეკილება, აგრესია და ეგოიზმი, ასევე მოერიდეთ ჭორაობას.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება თავი, სისხლძარღვოვანი სისტემა და გრძნობათა ორგანოები. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ თვალების გადაღლას.

დღის მინერალები და ფერები – ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი, ქარვა და გიშერი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ვერძისა და ტყუპების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ქალწულის, მორიელის, თხის რქისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები