LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2259
მიხეილ ცაგარელი

აკონტროლეთ აგრესია, არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა და ყველა წვრილმანზე გაღიზიანება, მოერიდეთ სარკაზმს და ცინიკურ გამონათქვამებს, რადგან ასე მხოლოდ დაძაბავთ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობ, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის ნაწარმით. თავი შეიკავეთ რენტგენისა და სხივური თერაპიისგან.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, შავი, ლურჯი და მწვანე, ასევე ოპალი, ტოპაზი, მარჯანი, ობსიდიანი და ქრიზოპრზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები