LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1164
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაცია – პოზიტიური ტენდენციები დღეს ცოტა შენელდებიან, ამიტომ მეტად დაისვენეთ. დღე ხელს უწყობს შემოქმედებით მუშაობას, დიზაინს, კულტურულ გასართობ ღონისძიებებს, ახალ ნაცნობობასა და ქორწინებას. კარგია დაწყებული საქმის დასრულება, მგზავრობა და ვაჭრობა. დღეს ხელსაყრელია ფინანსური საკითხების გადაჭრა, კულინარია და მშენებლობა, კარგი დღეა უძრავი ქონების, სამშენებლო მასალების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკისა და ცხოველების შესაძენად. ეცადეთ, მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს. არ არის სასურველი სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. აკონტროლეთ საფულე.

პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორთან ურთიერთობებში მეტად გამოიყენეთ დიპლომატია. ნუ იქნებით პირდაპირი, ხისტი და ჯიუტი.

ჯანმრთელობა – ეფექტურია დღეს სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, სახის, კანის კვება. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ბოსტნეული და რძის ნაწარმი, რაც ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს. მოერიდეთ კისრის მკვეთრ მოძრაობებს, ცივ გაზიან სასმელებს, ყურების გახვრეტას.

დღის მინერალები და ფერები – დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს აქატი, მალაქიტი, მარგალიტი და ზურმუხტი. ფერებიდან სასურველია ყავისფერი, მწვანე, ლიმონისფერი და ბეჟი ტონები, რომლებიც გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროს და კირჩხიბის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ლომის, სასწორის, მშვილდოსნის და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები