LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2214
მიხეილ ცაგარელი

დღეს მაღალია ფსიქოლოგიური ტრავმულობის და წამლებით მოწამვლის ალბათობა, ამიტომ იყავით მეტად ყურადღებით. დღეს და ხვალ ნურაფერს ნუ დაგეგმავთ, რამდენადაც შესაძლებელი იქნება თავისუფალი გრაფიკით იყავით.

დღეს მეტად გაერკვევით თქვენს ღირსებებსა და ნაკლოვანებებში. პარტნიორულ ურთიერთობებში ემოციური თავშეუკავებლობის და გაღიზიანების გამოვლენის ტენდენცია მოიმატებს. ნუ ილაპარაკებთ და ნუ ინერვიულებთ ზედმეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნეგატიურია დღევანდელი დღე მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის, ოღონდ ხეების გარდა. მეგობრულ ურთიერთობებში საიდუმლო დღეს არ შეინახება და შეიძლება, თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

ფეხზე დიდხანს ნუ იდგებით, სჯობს იაროთ. ნუ გადაღლით ზედმეტად თვალებს.

პოზიტიურია დღე სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად, კომპიუტერის, გაჯეტების, ელექტრო და გაზის აპარატურის შესაძენად, პროგრამული სისტემის ასათვისებლად, სახლის მშენებლობისთვის, სესხის ასაღებად. კარგი დღეა ინტელექტუალური განვითარებისათვის, სწავლისა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, ფეხის კუნთების ზონა, ვენები

დღეს ოპერაციების ჩატარება, აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სასურველი არ არის.

დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ საფირონი, აქვამარენი, ძოწი, ციტრინი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ვარდისფერ, ვერცხლისფერ, ცისფერ ტონებს. ეს ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები თქვენი სამომავლო შემოსავლების შესახებ გვამცნობენ

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ვერძთათვის და ტყუპებისთვის, შედარებით დაძაბულია – ქალწულის, მორიელის, თხის რქას და თევზებს ზოდიაქოს ნიშანთათვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები