დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
ასევე ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც ღამით 02:32 საათზე იწყება და დღის 14:35 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში მთვარის უარყოფითი ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.
დღის რეკომენდაციები – მეტი დრო დაუთმეთ სახლს და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას. დროს და ენერგიას ფუჭად ნუ დახარჯავთ, განსაკუთრებით წვრილმანებზე. კარგი დღეა ტექნიკის შესაძენად, ასევე მიწის ყიდვა-გაყიდვისთვის, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. მოერიდეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, საიდუმლოს გამჟღავნებას, ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, სესხის აღებასა და დაპირებების გაცემას. მოერიდეთ ტყუილს.
დღე პოზიტიურია ხალხური შემოქმედებისა და მისი ნიმუშების შესაძენად. ხელს უწყობს ვაჭრობას, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, საოჯახო და სანათესაო კონტაქტებს, სასამართლო პროცესების ჩატარებას. კარგია კულინარიისა და ფოტოგრაფიისთვის.
პარტნიორული ურთიერთობები – დღის განმავლობაში შეიძლება მოიმატოს წყენამ, უკმაყოფილებამ, ეჭვიანობამ და ხასიათის ცვალებადობამ, ამიტომ ამ ტენდენციებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ჯანმრთელობა – ეფექტურია კბილების, ღვიძლის, სახსრებისა და ხერხემლის მკურნალობა. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, კუჭი და მკერდის არე. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
დღის მინერალები და ფერები – თოფაზი, ლაბრადორი, აქვამარინი და ზურმუხტი მოიზიდავს დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასიკეთოა ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე და ცისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – ყველაზე პოზიტიურია დღევანდელი დღე ქალწულისა და მორიელის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.