დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაციები – დღეს ნუ დაკმაყოფილდებით ამა თუ იმ მოვლენის ზედაპირული შეფასებით. ეცადეთ პრობლემის სიღრმეს ჩაწვდეთ და ნუ იჩქარებთ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებას. საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და საკითხებში კარგად ჩაღრმავება. აუცილებლად აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი დაძაბულობა. ძალიან კარგია არომათერაპიის გამოყენება, რაც საოცრად დაამშვიდებს ნერვულ სისტემას. რეკომენდებულია ასევე დამამშვიდებელი აბაზანის მიღება, რაც დაგეხმარებათ დაგროვილი უარყოფითი ენერგიის მოხსნაში. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღებით დააკვირდით, რომ არ ამოყოთ თავი სხვის მიერ დაგებულ მახეში.
დღეს მაღალია ილუზიების, მოტყუებისა და ხასიათის ცვალებადობის ალბათობა, ამიტომ ნუ ენდობით ყველაფერს პირველივე შთაბეჭდილებით. კარგი დღეა დალაგებისა და დასუფთავებისთვის, კულინარიისა და ფოტოგრაფიისთვის. ხელს უწყობს პარტნიორულ ურთიერთობებში ერთობლივი საქმეების დაგეგმვას, ერთობლივი ვარჯიშების ჩატარებას და ბუნებაში გასეირნებას, რაც კიდევ უფრო მეტად დაგაახლოებთ პარტნიორებთან.
მოერიდეთ დღეს ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, ბინის შეცვლას, სესხის აღებას და დაპირებების გაცემას. ყურადღებით შეამოწმეთ ფინანსური საბუთები, სანამ მათ ხელს მოაწერთ. დღე სასიკეთოა საოჯახო და ნათესაური ურთიერთობებისთვის, ვაჭრობისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ასევე ხელს უწყობს საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ხალხური შემოქმედების ნიმუშების შეძენას.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება მკერდის არე, კუჭი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
დღის მინერალები და ფერები – დადებით კოსმიურ ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავენ ზურმუხტი, მარგალიტი, ოპალი და აქატი. ფერებიდან სასურველია მწვანე, თეთრი, იისფერი, ლურჯი და ვერცხლისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროსა და კირჩხიბის ნიშნებზე. შედარებით რთული იქნება მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.