LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

141
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:00-დან 00:47 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ავტომობილის და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი იდეების შეთავაზება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კუჭის და კანის სამკურნალოდ, მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, ძვლოვან სისტემას და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, კრემისფერი და ყავისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები