LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

4600
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაციები – კარგი დღეა საქმეებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მოიმატებს ინტუიცია. ხელსაყრელია კონფიდენციალური საუბრები, კულინარია, ფოტოგრაფია და ხელსაქმე – ეს დღე უწყობს ხელს ასეთ აქტივობებს. ამავდროულად, შესაძლოა გამძაფრდეს ზედმეტი ეჭვიანობა. მოერიდეთ ქორწინებას, საცხოვრებლის შეცვლას, სახლის მშენებლობის დაწყებას, სესხის აღებას.

მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა, ამიტომ დოკუმენტებზე ხელმოწერისას იყავით განსაკუთრებით ფრთხილი. ნუ გასცემთ დაპირებებს. მოერიდეთ გადაღლას, ნერვიულობას და გაუფრთხილდით გულს. დღე სასიკეთოა ვაჭრობისთვის, ხალხური შემოქმედებისთვის, ასევე ხელს უწყობს ოჯახურ-სანათესაო ურთიერთობებს და ტრადიციებში ჩაღრმავებას.

პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორული ღირსებების გამოვლენა სჯობს საქმით და არა სიტყვებით. ნუ განსჯით პარტნიორებს, შეასრულეთ ისიც, რასაც ისინი გთხოვენ.

ჯანმრთელობა – ეფექტურია კბილების, ძვლებისა და სახსრების მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება კუჭი, მკერდი და გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

დღის მინერალები და ფერები – დადებით კოსმიურ ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავენ ზურმუხტი, მარჯანი, ბრილიანტი, ქარვა და სარდიონი. ფერებიდან სასურველია თეთრი, მწვანე, იისფერი, წითელი, ყვითელი, ლურჯი და ნარინჯისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება თხის რქისა და თევზების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ლომისა და სასწორის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები