LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი –

1902
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:46-დან 12:53 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სპონტანურ გადაწყვეტილებებს, არ ღირს ავანტიურულ წამოწყებებში ჩაბმა.

მართალია, ერთ-ორად გახშირდება კონფლიქტები, მაგრამ საბოლოოდ მაინც სამართლიანობა იზეიმებს.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს იმპულსურად მოქმედება, პარტნიორისთვის ულტიმატუმის წაყენება და შეუძლებლის მოთხოვნა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარსადგენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ინვესტიციების განხორციელება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება, მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. არ ღირს თვალების ზედმეტად გადაღლა. კარგი დღეა თირკმელების და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და მჭლე ხორცით. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, სერდოლიკი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები