LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

124
მიხეილ ცაგარელი

ნუ შეუშინდებით სირთულეებს, ეცადეთ ყველა პრობლემა ეტაპობრივად გადაჭრათ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და ახალი სამსახურის მოძიებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საჩუქრების და ძვირფასი ნივთების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ ნერვიულობას, ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები