LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2476
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ეთიკური და ელეგანტური სასწორის, მთვარე კი ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ ჭორაობას და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას, რადგან ასე მხოლოდ მათ გაღიზიანებას გამოიწვევთ.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია პარტნიორთან ურთიერთობისას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითგანათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, გარეგნობის და იმიჯის შეცვლისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სარისკო მოქმედებები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და ნატურალური წვენით. კარგი დღეა მასაჟისა და არომათერაპიისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ელენთას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც ცხოვრებისეული სირთულეების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები