LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

3251
მიხეილ ცაგარელი

დღეს მზე აქტიურ, ენერგიულ, ინიციატივიან და უშიშარ ვერძის ნიშანში იმყოფება, ხოლო მთვარე – ორგანიზებულ, შეუპოვარ და მიზანდასახულ ქალწულში. ეს კომბინაცია განაპირობებს დღის დინამიკურ ხასიათს. პერიოდი ხელსაყრელია ყოველდღიური საქმეების მოსაგვარებლად, ბიზნესში წარმატების მისაღწევად და დაწყებული სასამართლო დავების სწორად წარმართვისთვის.

დღის რეკომენდაცია – დღე კარგია მეგობრული კონტაქტებისთვის, გამოცდების ჩასაბარებლად და საქმიანი მიმოწერისთვის. ხელსაყრელი დროა ვაჭრობის, აუდიტისა და კონტროლისთვის. ამასთან, წარმატებული იქნება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა და წყლის ტრანსპორტით გადაადგილება. თუმცა, მოერიდეთ მნიშვნელოვანი, საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღებას და სარისკო მოქმედებებს. კარგი დღეა დალაგება-დასუფთავებისა და მცენარეების დარგვა-გადარგვა-მორწყვისთვის. დღევანდელი სიზმარი შესაძლოა ფინანსურ და საბანკო ოპერაციებს უკავშირდებოდეს.

პარტნიორული ურთიერთობები – დღის პირველ ნახევარში პარტნიორული ურთიერთობები უფრო შედეგიანია, მატულობს კეთილგანწყობა.

ჯანმრთელობა – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ნაწლავთა სისტემას, კუჭქვეშა ჯირკვალს და ელენთას. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, რეკომენდებული არ არის. რეკომენდებულია იმუნური სისტემის, ღვიძლისა და თვალების მკურნალობა. კარგია დიეტის დაწყება და ორგანიზმის გაწმენდა.

დღის მინერალები და ფერები – კოსმიური ენერგიების დასაბალანსებლად და შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად კარგია მინერალები: ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი და ქრიზოპრაზი.

ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე, ბეჟ, ნარინჯისფერ, ნაცრისფერ და ყვითელ ტონებს, ასევე, შავი და თეთრი ნეიტრალურია. ეს ტონები გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე მეტად პოზიტიურია კუროსა და თევზებისთვის. შედარებით მეტი სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ – ტყუპებს, ლომებს, სასწორებსა და მშვილდოსნებს. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებისაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები