LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1615
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, შეუპოვარი და ხშირად აგრესიული ვერძის, მთვარე კი, ხალისიანი და თავისუფლების მოყვარე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

ცხოვრების განახლების, მეგობრობის გამოცდის და დაპირებების შესრულების დღეა!

არ ღირს სხვათა რჩევების მოსმენა, უმჯობესია იმოქმედოთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით. არ აჰყვეთ ილუზიებს, ეცადეთ მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები.

თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისგან, მოერიდეთ პირადი ინფორმაციის გაცემას.

პარტნიორული ურთიერთობა – არაა გამორიცხული მოულოდნელად შეხვდეთ ძველ პარტნიორს, რომელიც გეგმების მოულოდნელად შეცვლას გაიძულებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და ნოვატორული, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, ბინის შეცვლისა და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა დღეა დიეტის დაწყებად, მავნე ჩვევების დასაძლევად და სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად. არ ღირს ფეხზე დიდხანს დგომა, უმჯობესია იაროთ და იმოძრაოთ. გაამდიდრეთ კვების რაციონი მოთუშული ბოსტნეულით და ფაფებით. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ციტრინი, ცირკონი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები