აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს და საქმის გარჩევას.
თავი შეიკავეთ ფარულად მოქმედებისგან, რადგან ნებისმიერი დაფარული გამჟღავნდება და ისევ თქვენ გაზარალებთ.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, რადგან მაინც ვერ მიაღწევთ შეთანხმებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დაწყებისთვის, თვალების, ლიმფური და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ლომს და მერწყულს.