მზე იმყოფება მშვილდოსნის მეტად აქტიურ, ენერგიულ, ოპტიმიზმითა და მხიარულებით გაჯერებულ ნიშანში, ხოლო მთვარე – სიყვარულით აღვსებულ და ფრიად მეგობრულ ლომში. აღნიშნული ასტროლოგიური ზეგავლენები დღის განმავლობაში აშკარად აისახება თითოეული ადამიანის ხასიათზე
დღის რეკომენდაცია – დღე ტრავმული და ავარიულია, ასევე უკავშირდება კარმული გამოცდის პერიოდს. შესაძლებელი იქნება მეტოქეობის დაძლევა და მტრების მიერ მოწყობილი მაქინაციების გადალახვა.
პარტნიორული ურთიერთობები – ინტენსივდება მგრძნობიარობა, გულწრფელობა და ერთმანეთზე ზრუნვის ტენდენცია.
ჯანმრთელობა – ეფექტიანია თვალების, ვენების, ნერვული სისტემისა და ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობა. ჯანმრთელობის თვალსაზრისით სუსტდება გული, სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში. მოერიდეთ გადაღლას, ნერვიულობას, სიმძიმეების აწევას, საუნასა და სოლარიუმს.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღევანდელი დღე არასასურველია ყურების გახვრეტისთვის, ფინანსური გარიგებებისთვის და ხელშეკრულებების დადებისთვის. არ უწყობს ხელს ადგილსამყოფლის (მათ შორის ბინის) შეცვლას, ნიშნობას და ქორწინებას. კატეგორიულად იკრძალება ხელმძღვანელების კრიტიკა.
მეორეს მხრივ, ხელსაყრელია იურიდიული საკითხები, ახალი სამსახურის ან ახალი თანამდებობის დაწყება, კულტურულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა. ასევე კარგი დროა ტანსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკისა და საჩუქრების შესაძენად, გავლენიან პირებთან ურთიერთობის გასამყარებლად, მეგობრულ კონტაქტებზე და მშენებლობითი საქმეებისთვის.
დღის მინერალები და ფერები – ბრილიანტი, ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი და მთის ბროლი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და ბეჟი ტონები. ისინი აძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ლომის, სასწორისა და მშვილდოსნის წარმომადგენლებზე. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებენ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.