დღე გეომაგნიტურია, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს გულ-სისხლძარღვოვან, იმუნურ და ნერვულ სისტემაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და საერთო სისუსტე. ყურადღება მიაქციეთ წნევას და საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ შესაბამისი მედიკამენტები.
ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ფიქსირდება – ინტელექტის, გონებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური დღეიდან სამკვირიანი ვადით გადადის რეტროგრადულ მოძრაობაში. ამ პერიოდს თან ახლავს ძველი, დაუსრულებელი ან არასრულად განხორციელებული საქმეების დაბრუნება. ასევე, შესაძლოა კვლავ წამოიჭრას წარსულის საკითხები ურთიერთობებში. რეკომენდებულია ძველი იდეების გადახედვა და მათი ახლებური გააზრება, თუმცა მოერიდეთ ახალი პროექტების დაწყებას, ხელშეკრულებების გაფორმებასა და მოგზაურობას, რადგან ამ მიმართულებით მოსალოდნელია შეფერხებები და გაუგებრობები.
დღის რეკომენდაცია – დღეს მაღალია ილუზიებისა და მოტყუების ალბათობა. შეამცირეთ სოციალური კონტაქტები და შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე. ნუ გასცემთ დაპირებებს, რომელთა შესრულება გართულდება.
ჯანმრთელობა – სუსტდება კუჭის, მკერდის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ზონა. ოპერაციები და სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში შეიტანეთ ფაფა, ხორცეული, ხილი და რძის პროდუქტები.
დღის პოზიტიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ფოტოგრაფიისა და კულინარიისათვის. მოსალოდნელია მოულოდნელი მოგება ძველი პროექტებიდან ან საინტერესო საქმიანი შეთავაზება. ხელსაყრელია სავაჭრო საქმიანობა და საყიდლები. არ არის რეკომენდებული ქორწინება, სახლის მშენებლობის დაწყება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან სესხის აღება.
დღის მინერალები და ფერები – მინერალები: ზურმუხტი, აქატი, ოპალი, მარჯანი და მალაქიტი მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერები: მწვანე, ვერცხლისფერი, თეთრი და იისფერი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება ტყუპის, ვერძის და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია და გამოირჩევა ზომიერი წარმატების ტენდენციებით.