სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც დევიდ ბექჰემმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც ის საკუთარი ბრენდის სათვალეში, ჩაფიქრებული სახით პოზირებს. ფოტომ ინტერნეტში დიდი მოწონება დაიმსახურა.
„როგორ უხდება ასაკი“ – დევიდ ბექჰემის ახალი ფოტო ინტერნეტს იპყრობს
ახლა კი ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ახალი სუნამოს რეკლამას აკეთებს. Beckham Bold Instinct -ასე ჰქვია ფეხბურთელის მიერ შექმნილ პარფიუმს. ფოტოები საოცრად შთამბეჭდავი გამოვიდა.
„დღის საუკეთესო დასაწყისი“, – ასე დაასათაურა დევიდმა ფოტოები.
https://www.instagram.com/p/CFeY-wWhnF1/
ცნობისთვის, დევიდი მეუღლესთან, ვიქტორია ბექჰემთან ერთად ღვინის ბიზნესშიცაა ჩართული.