LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიახ, გიდასტურებთ, ნამდვილად დატოვა ტელეკომპანია „იმედი“ – დუტა სხირტლაძის მეუღლე

416
დუტა სხირტლაძე

მსახიობმა და ცნობილმა ტელეწამყვანმა, დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა.

„ბავშვია, ბიჭო! ბავშვი! გამოუშვით!!! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს“ – დუტა სხირტლაძე

აღნიშნული ინფორმაცია დუტა სხირტლაძის მეუღლემ, მარინა ნაცვლიშვილმა Ambebi.ge-ს დაუდასტურა.

„დიახ, გი­დას­ტუ­რებთ, ნამ­დვი­ლად და­ტო­ვა ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დი“ – უთხრა მარინა ნაცვლიშვილმა Ambebi.ge-ს.

ცნობისათვის, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, დუტა სხირტლაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, რომლითაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„დუტა ყოველთვის იყო ადამიანი. სადაც არ უნდა ემუშავა, რა მიუღებელ გარემოშიც არ უნდა ყოფილიყო, დუტად რჩებოდა ყოველთვის, დადიოდა აქციებზე, არ მალავდა ბრაზს და როცა არჩევანის წინაშე დადგა, ისევ ადამიანად ყოფნა არჩია“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g