„ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი ავსტრალიელ ტურისტთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება.
“დიახ, სხვაგანაც ხდება-მე დანით გამომედევნენ, მაგალითად, ვაშინგტონში უნივერსიტეტიდან სახლში მიმავალს, გადავრჩი, გამვლელი მომეხმარა. მერე რა? ამიტომ არ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკამ საგრძნობლად დაამძიმა კრიმინალური ვითარება? არ ვიცი ეს საწყალი გოგო რა მიზეზით მოკლეს, მაგრამ გაღატაკებული ხალხი, დაუსჯელი, წახალისებული ძალადობა და ზოგადად, მოშლილი სახელმწიფო, ყველაფერი, რაც კრიმინალის ზრდას უწყობს ხელს, ვისი პასუხისმგებლობაა?”- წერს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, ავსტრალიელი ქალის ცხედარს სამართალდამცველებმა მთაწმინდის ფერდობზე, ტყეში მიაკვლიეს.

