LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიახ, უნდა ისეირნოთ გარეთ, იყოთ სუფთა ჰაერზე, თუმცა სხვებისგან დისტანციით, შეარჩიეთ მშვიდი გარემო – ხათუნა ზახაშვილი

1329
BeFunky-collage (7)

ერთმნიშვნელოვანი მტკიცება იმისა, რომ გარეთ სეირნობას, ჰაერზე ყოფნას ზარალი მოუტანია ადამიანთა ჯანმრთელობისთვის და ეს გამხდარიყოს კოვიდის გავრცელების ინტენსიური წერტილი, არსად წამიკითხავს, – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი კითხვას, რამდენად საშიშია სეირნობა მოქალაქეებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის, თუნდაც დისტანციის ყველა ზომის დაცვით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში შიდა გადაცემა გვაქვს.

ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას ურჩევს ისეირნონ სუფთა ჰაერზე, თუმცა სხვებისგან დისტანციით და არა ჯგუფ-ჯგუფად.

“ფაქტია, ღია სივრცეებში რისკი შემცირებულია, მაგრამ აქ უნდა გვახსოვდეს რომ დისტანციის დაცვა აუცილებელია.რაც უფრო მეტი იქნებ დისტანცია, მით უფრო დაცულად შეგიძლიათ, ჩათვალოთ თავი. ყოველშემთხვევაში გარეთ სეირნობის გარეშე ალბათ, ადამიანები დიდხანს ვერ გაძლებენ. დიახ, უნდა ისეირნოთ გარეთ, უნდა იყოთ სუფთა გარემოში, და ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენ და თქვენი შვილები იყოთ დისტანცირებული სხვებისგან. შეარჩიეთ მშვიდი გარემო. არ არის საჭირო ჯგუფებად სეირნობა”- განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა.

 

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 416-მდე გაიზარდა.

“ბოლო დღეებში გამოვლენილი შემთხვევები საგანგაშო არ არის, მცირე რიცხვებია” – ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვიდეოკონფერენციისას განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა არის კონტაქტები ადრე დადასტურებული ინფიცირებული შემთხვევების. მათი ეპიდკვლევა დაწყებულია.

კორონავირუსისგან საქართველოში უკვე 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g