LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში კოვიდპასპორტები, პირბადის სავალდებულო ტარება და სახლიდან მუშაობის მოთხოვნა უქმდება

20342
aaaaaaaaaaaaaaaaa

მომავალი კვირიდან დიდ ბრიტანეთში კოვიდპასპორტები, პირბადის სავალდებულო ტარება და სახლიდან მუშაობის მოთხოვნა უქმდება. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, 27 იანვრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მისი გამოყენება კვლავ აუცილებელია.

„25 იანვრიდან სავალდებულო სერტიფიკაცია დასრულდება. ორგანიზაციები შეძლებენ თავად გადაწყვიტონ, გამოიყენონ თუ არა კოვიდსაშვები, თუმცა ჩვენ ვწყვეტთ ინგლისში კოვიდსერტიფიკატების სავალდებულო გამოყენებას. გარდა ამისა, მთავრობა სახლიდან მუშაობას აღარ მოითხოვს. მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაასკვნა, რომ როგორც კი შეზღუდვების მოქმედების ვადა ამოიწურება, მთავრობა პირბადის სავალდებულო ტარებას აღარ მოითხოვს“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g