LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში, ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

140
53835439_2009423282695227_5890495466906320896_n

დიდ დიღომში, ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცი მკურნალობას კლინიკა „ვივა მედის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” კლინიკა “ვივა მედში” დაუდასტურეს. როგორც კლინიკის წარმომადგენელი “ფორტუნასთან” საუბარში აცხადებს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტს კლინიკაში შემოყვანისას აღენიშნებოდა ინტოქსიკაცია და წვივის ძვლის მოტეხილობა. ამჟამად პაციენტი მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს. მისი მდგომარეობა სტაბილურია,“ – აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, ერთ-ერთ საწყობში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე 23 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. დაიწვა 1800 კვ მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g