LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი „ვივა მედში“ ჩატარდება

77
მიშას დაკითხვა კლინიკა „ვივა მედში“

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა „ვივა მედში“ რამდენიმე წუთში ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლოში გასვლითი სხდომის ჩატარების შუამდგომლობა დააყენა. მისი ინფორმაციით, დართულია ცნობა, სადაც წერია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხდება სააკაშვილის ტრანსპორტირება. თუმცა, მისივე სიტყვებით, ეს ავტომატურად არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ მას პროცესში მონაწილეობა შეუძლია.

„როდესაც ვერ ხდება ბრალდებულის ტრანსპორტირება და სასამართლოში გამოცხადება, სასამართლო გადის იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება ბრალდებული. ეს არ არის პირველი პროცესი, როდესაც სასამართლოს აქვს პრაქტიკა და გასვლით სხდომებს კლინიკებში, ციხესა თუ სხვადასხვა დაწესებულებებში ატარებს. არც ერთ ოქმში არ არის წარმოდგენილი, რომ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობა არ შეუძლია, გვაქვს ცნობა, რომ უბრალოდ ვერ მოდის სასამართლო პროცესზე. აქედან გამომდინარე, ვშუამდგომლობთ სასამართლოს წინაშე, რომ გავიდეთ კლინიკა „ვივა მედში“ და იქ განხორციელდეს ბრალდებულის დაკითხვა.

ასევე განვმარტავ, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს სხდომის გადადება, მაგრამ ეს არ უნდა დაემსგავსოს პროცესის გაჭიანურებას. ეს არის მეოთხე პროცესი, როდესაც დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას ველოდებით. გავიდეთ და კლინიკა „ვივა მედში“ დავუსვამთ შეკითხვებს, რითაც დასრულდება მტკიცებულებების გამოკვლევა“, – განაცხადა ვეფხვაძემ.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. როგორც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განმარტა, ცნობაში არსადაა ნახსენები ტრანსპორტირება და რომ ცნობაში პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გამოცხადდებოდა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ექიმები, კლინიკა და სააკაშვილი იმას არ ამბობენ, რომ 5 წუთის სავალზე ვერ წავიდოდა, არამედ, მათ შორის სააკაშვილი ამბობს, რომ ის მისი უფლებების ეფექტურად რეალიზებას ვერ მოახდენს.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით კი, დაცვის მხარის მიერ, ერთი დოკუმენტიც არ არის წარმოდგენილი, რომ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობა არ შეუძლია. მოსამართლემ სასამართლოს მიერ გასვლითი სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

„მე ვარ ვაჟა-ფშაველას პრინციპებზე გაზრდილი და შესაბამისად, ესაა ჩემი კონსტიტუციური კრედო“ – „ოცნების“ ყოფილი წევრი შესაძლოა სააკაშვილის ადვოკატი გახდეს