LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდებული ღვინოები საქართველოდან” – The Guardian ქართულ სასმელზე წერს

156

გავლენიანი გამოცემა The Guardian ქართულ ღვინოზე წერს. “დიდებული ღვინოები საქართველოდან” ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Guardian-ის ღვინის ჟურნალისტი, დევიდ უილიამსი, რომელიც საკუთარ მკითხველს რამდენიმე ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს.

უილიამსი სტატიის თავში აღნიშნავს, რომ ღვინის ტრადიცია საქართველოში 8 000 წელს ითვლის და აქ ხუთასამდე აბორიგენული ვაზის ჯიში ხარობს. რაც შეეხება ქართული ღვინის ტოპ სამეულს, რომელსაც The Guardian-ის ჟურნალისტი საკუთარ მკითხველს სთავაზობს, ესენია:

“თბილღვინო”, ქვევრი, კახეთი 2015
”არსებობს ღვინოები, რომლებიც მხოლოდ მას შემდეგ შემიყვარდა, რაც ის ქვეყნები მოვინახულე, სადაც მათ ამზადებენ. ერთ-ერთი არის ხერესი, რომელსაც სულ სხვა გემო ჰქონდა, როდესაც სანლუკარ დე ბარამედას ერთ-ერთ ბარში გავსინჯე. თუმცა, არსებობს სხვა ღვინოებიც, რომლებიც ისეთ ადგილებში იწარმოება, სადაც არასდროს ვყოფილვარ და სურვილი მიჩნდება, რომ წავიდე. ქართულ ღვინოებს ყოველთვის ასეთი ეფექტი აქვთ ჩემზე. ისინი იმდენად ორიგინალურია, ზოგჯერ ვფიქრობ: ნეტავ, სად აკეთებენ ასეთ ღვინოებს?”, – წერს დევიდ უილიამსი.

“ჯაყელები”, ხაშმის საფერავი, კახეთი 2011
”ამ წითელმა ღვინომ კიდევ ერთხელ მომანდომა თბილისში ჩასვლა და იმ ქვეყნის მონახულება, სადაც ასეთ ღვინოებს აკეთებენ. ის დამზადებულია ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან, სახელწოდებით “საფერავი” და ტანინის ისეთი ინტენსივობა აქვს, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ”, – იუწყება ღვინის ჟურნალისტი.

“ხოხბის ცრემლები”, საფერავი, კახეთი 2015
”ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი საქართველოს რვაათასწლიანი მეღვინეობის ტრადიციისა არის ამერიკულ-ქართული ერთობლივი წაროება სახელწოდებით “ხოხბის ცრემლები”. ქვევრი აქ ძალიან დიდ როლს ასრულებს მეღვინეობაში”, – ამბობს The Guardian-ის ჟურნალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები