LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდგორის კომპლექსის რეაბილიტაცია იწყება

238

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დიდგორის მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაციას და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობას იწყებს.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარია. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს თეთრიწყაროსა და მცხეთის   მუნიციპალიტეტების ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დიდგორის კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე მემორიალის ცალკეული ელემენტების: ქანდაკებებისა და ზარების რეაბილიტაცია. ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზისყველაზე  გამორჩეულ ადგილებში მოეწყობა 3 გადასახედი (მისასვლელი გზების ჩათვლით). ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი და საპირფარეშოები.

პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ”ზედა საყუდარისა“ და ”ქვედა საყუდარის“ მოწყობა.

პროექტის დასრულების შემდეგ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ დიდგორის ისტორიას, მიიღონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, შეიძინონ ქართული სუვენირები. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს კონსულტაციას გაუწევს დიდგორის მემორიალური კომპლექსის ავტორი, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი

magti 5g