12 აგვისტო, როგორც დიდგორის ომში „დიდი გამარჯვების დღე“ უქმედ უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა პარლამენტში კანონპროექტის შინაარსი იცვლება.
კანონპროექტის ავტორი, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთი კი თურქეთის საელჩოს „დელიკატური წინადადებაა“ – თურქეთისთვის 12 აგვისტო დამარცხების დღეა და საქართველოს „ამ ფორმით არ უნდა აღენიშნა“ :
„ კანონპროექტს უკან არ გამოვიტან, მაგრამ ამ დღის აღნიშვნამ, შესაძლოა, კრებითი ხასიათი მიიღოს და აღინიშნოს, ზოგადად, საქართველოს გამარჯვების დღე. შესაბამისად, შეიცვლება თარიღიც.
მე თარიღიც მაშფოთებდა, აგვისტო, ყველა გასულია ქალაქიდან და შესაძლოა, სათანადოდ აღნიშნვნა ვერ მოხერხებულიყო. თუ თარიღი შეიცვლება და გახდება კრებითი დღესასწაული ქვეყნის გამარჯვებების აღსანიშნავად, თარიღიც ხელსაყრელი იქნება შერჩეული,“ – ამბობს ნუკრი ქანთარია „ფორტუნასთან“.
საკითხის განსახილველად მომავალ კვირას ისტორიკოსები შეიკრიბებიან. ნუკრი ქანთარიას თქმით, შეხვედრას თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები არ დაესწრებიან.