დიდი ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერები ხვალ საგანგებო შეხვედრისთვის ემზადებიან.
წინასწარი ინფორმაციით, ბერლინში, ევროკავშირის 6 დამფუძნებელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები სწორედ ამ საკითხის განხილვას აპირებენ. შევედრას დაესწრებიან გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ბელგიის, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები. ასევე მომავალ კვირას რამდენიმე პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ინიციატივით გაიმართება.