LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი მადლობა ჩვენო მეგობრებო, ვინც ყოველ საღამოს მოდიხართ აქ, ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად: უკრაინის ელჩის ცოლი

109
BeFunky-collage (1)

საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის ცოლმა, ალექსანდრა ლიაშკომ პარლამენტის წინ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა:

“თქვენთან ერთად მოვუსმინე ჩემი მშობლიური უკრაინის პრეზიდენტს. უკრაინის პრეზიდენტი, რომლის მთელი ხალხი ერთიანი ფრონტით გამოვიდა მტერთან საბრძოლველად. უკრაინა იცავს საკუთარ თავისუფლებას, უკრაინა იცავს მთელ სამყაროს. და სამყარო არასოდეს არ იქნება, როგორიც ჩვენ გვინდოდა. აგრესორმა წუხელ ღამეს დაადასტურა რომ ის არის მომაკვდინებელი, საშიში მხეცი, რომელიც ბირთვული ტერორის წინაშეც არ გაჩერდება. აგრესორი არ ფიქრობს ადამიანებზე, არც მშვიდობიან უკრაინელებზე, არც საკუთარ მოსახლეობაზე. იმპერიები არ არის ხალხისთვის, იმპერიები მხოლოდ ტირანებისთვისაა. ახლა ეს ტირანი ცდილობს ჩვენს დაჩაგვრას, დაპყრობას და დამორჩილებას. ეს არ არის ჩვენთვის, ეს არ არის უკრაინელებისთვის. ეს არ არის ქართველებისთვის.

ჩვენ უკრაინელები ვართ, ჩვენ ავირჩიეთ თავისუფლება და ვიბრძოლებთ ჩვენი არჩევანისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში, რადგან სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რადგან ჩვენ გვყავს ძლიერი, დიდებული და ერთიანი ერი. ჩვენ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, რადგან ჩვენი პრეზიდენტი არ იმალება ბუნკერში, ის საკუთარ ხალხთან არის. დღეს ის თქვენთან ერთადაც იყო. ის გამოვიდა სიტყვით, რათა თქვენთვის მხარი დაეჭირა და მადლობა გადაეხადა. დიდი მადლობა ჩვენო მეგობრებო, ვინც ყოველ საღამოს მოდიხართ აქ, ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად” – თქვა უკრაინის ელჩის მეუღლემ რუსთაველზე, პარლამენტის წინ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები