LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

72
600600p1251EDNmainimg-121

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 367 ცალი „STIX“-ის ფირმის ნიკოტინის შემცველი უაქციზო ელექტრო სიგარეტი. ამოღებული საქონლის ჯამური  საბაზრო ღირებულება შეადგენს 7 340 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.